მოკლე ისტორია ჩვენი სკოლის შესახებ

 

          სსიპ ქალაქ ქუთაისის  N40 საჯარო სკოლის (ყოფილი აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის საბაზო გიმნაზია) მოკლე ისტორია

 

     ქალაქ ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე, N40 საჯარო სკოლა (ყოფილი აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის საბაზო გიმნაზია) უკვე 30 წელზე მეტია , რაც მომავალ თაობას ემსახურება. სკოლამ ამ ხნის განმავლობაში არაერთი საუკეთესო ახალგაზრდა აღზარდა. მისი პედაგოგიური კოლექტივი დღესაც დაუღალავად იღწვის ახალგაზრდობის ესთეტიკური და სულიერი აღზრდისათვის . მისი მიზანია ახალგაზრდობისათვის არა მარტო მაღალი განათლების მიცემა, არამედ იმ პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება, რომლებიც აუცილებელია თანამდეროვე ცხოვრებაში.

  . ქუთაისის N 40 საჯარო სკოლა დაარსდა 1989 წელს, გორც ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის (დღევანდელი ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი) საბაზო-ექსპერიმენტული ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლა. ერთი წლის შემდეგ, 1990 წელს, კი გადაკეთდა ამავე უნივერსიტეტის საბაზო გიმნაზიად.

     სკოლის შექმნის მიზანი იყო  ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის სტუდენტებისათვის პედაგოგიური პრაქტიკის ნორმალურად გავლის საშუალება. ქალაქში იმ დროს არ იყო საშუალო სკოლა , სადაც პედაგოგიური ინტიტუტის სტუდენტებს პედაგოგიური პრაქტიკის  გავლის საშუალება ექნებოდათ, სადაც სტუდენტები პედაგოგობას პრაქტიკულად შეისწავლიდნენ, სკოლა, რომელიც დაკომპლექტებული იქნებოდა მოწინავე და გამოცდილი პედაგოგიური კათედრებით და აღჭურვილი- აუცილებელი თვალსაჩინო მასალებითა და სწავლების ტექნიკური საშუალებებით.

      ქუთაისის . წერეთლის სახელობის სახელმწიფო სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის  გიმნაზიაში ჯანსაღი სიტუაცია იყო . პედაგოგიური პრაქტიკის სწორი ორგანიზაციისათვის (ეს ტრადიცია დღესაც გრძელდება) სტუდენტებისა და მოსწავლეთა ურთიერთობა განაპირობებდა მოსწავლეთა აღზრდილობის მაღალ დონეს,  სწავლისაკენ მათ ორიენტაციას.  

    სკოლის შექმნის და შემდგომ გიმნაზიად გადაკეთების იდეა ეკუთვნის სკოლის პირველ დირექტორს მიხეილ არახამიას, რომელიც სკოლას მართავდა 2005 წლის ბოლომდე. იდეის რეალიზაციაში მიხეილ არახამას მხარდაჭერითა და ხელმძღვანელობით, დიდი დახმარება გაუწიეს ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის (დღევანდელი აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის) მაშინდელმა რექტორმა , პროფესორმა ნანული კაკურიძემ, ამავე ინსტიტუტის პედაგოგიკა-ფსიქოლოგიის კათედრის გამგემ პროფესორმა . ქაშიბაძემ,  ქუთაისის განათლების სამმართველოს უფროსის მაშინდელმა მოადგილემ მანანა მიქაძემ (დღევანდელი ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი)

     სკოლაც და გიმნაზიაც შექმნის დღიდან ფაქტიურად საავტორო იყო. მისი შექმნით ქუთაისში  ფაქტიურად საშუალო განათლების რეფორმა დაიწყო. გიმნაზიას ჰქონდა საკუთარი ( განათლების სამინისტროსთან შეთანხმებული) დებულება, სამინისტროს მიერ დამტკიცებული ინდივიდუალური სასწავლო გეგმები და გიმნაზიის მასწავლებლების მიერ შედგენილი და უნივერსიტეტის შესაბამის კათედრებთან შეთანხმებული საგნობრივი სასწავლო პროგრამები.

    დებულების მიხედვით გიმნაზიაში სწავლობდა მხოლოდ ის, ვისაც ამის უნარი და სურვილი ჰქონდა (სასწავლო წლის ბოლოს რომელიმე საგანში "კარგზედაბალი შეფასები მქონე მოსწავლე გიმნაზიიდან გადიოდა და სწავლას, სასურველ ტიპიურ სკოლაში აგრძელებდა სწავლას) და სწავლობდა მხოლოდ ის,  ვისაც ამის უნარი და სურვილი გააჩნდა. კონკურსი შერჩეულ მასწავლებლებთან ვადიანი ხელშეკრულება იდებოდა და ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში მას მომდევნო ვადით ხელშეკრულება არ უგრძელდებოდა. ყოველივე მოსწავლეებისა და მასწავლებლებში სწავლისა და სწავლების მოტივაციას ქმნიდა . შედეგიც სახეზე იყო , გიმნაზიის მოსწავლეთა ცოდნისა და აღზრდილობის დონე საკმაოდ მაღალი იყო, დიდი იყო საგნობრივ ოლიმპიადებსა და მოსწავლეთა სასწავლოშემოქმედებით კონფერენციებისა რესპუბლიკურ ტურებში გამარჯვებულ გიმნაზიელთა რაოდენობა. გიმნაზიის კურსდამთავრებულთა აბსოლიტური უმრავლესობა ქუთაისის . წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბიუჯეტო ადგილებზე ხვდებოდა.

  გიმნაზია თავიდან სამსაფეხურიანი იყო, პირველი-მეთერთმეტე კლასებით. 1994 წლიდან გიმნაზიას გამოეყო I-IV კლასები და მის ბაზაზე ქუთაისის #1 დაწყებითი სკოლა შეიქმნა, რომელიც ფაქტიურად გიმნაზიის საბაზო დაწყებითი სკოლა იყო- მისი კურსდამთავრებულების უმრავლესობა, საკონკურსო შერჩევის შემდეგ, სწავლას გიმნაზიაში აგრძელებდა.

  გიმნაზიის მეშვიდე-მეთერთმეტე კლასებში სწავლება პროფილური იყო-ჰუმანიტარული, ქიმია-ბიოლოგიასა და ფიზიკა-მათემატიკის პროფილებით. მე-7 კლასში მოსწავლეთა მიღება მისაღები გამოცდების შედეგების მიხედვით, გიმნაზიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ხდებოდა. მიმღები კომისიის შემადგენლობაში გიმნაზიის მოწინავე მასწავლებლებთან ერთად ქუთასის. აკ. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის შესაბამისი კათედრის წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას, რაც გამოცდების ობიექტურობას და გამჭირვალეობას განაპირობებდა.

  გიმნაზიის მართვა დემოკრატიულ პრინციპეპზე ხდებოდა.  მასწავლებელთა და კლასის ხელმძღვანელთა მეთოდურ დაოსტატებას კვალიფიკაციის ამაღლებას ემსახურებოდა . . მოწინავე პედაგოგიური გამოცდილების სკოლები, რომლის დებულებას პედაგოგიური საბჭო ამტკიცებდა. " სკოლისდებულების მიხედვით მასწავლებელი ვალდებული იყო წლის განმავლობაში დაემუშავებინა ერთი მოხსენება მაინც (მეთოდური ან მეცნიერული ხასიათის) , რომლითაც ის წარსდგებოდა ხოლმე . . პედაგოგიურ კითხვაზე. გიმნაზიას ბლომად ჰყავდა რესპუბლიკურ პედაგოგიურ კითხვაზე გამარჯვებისათვის განათლების სამინისტროს    სიგელებით დაჯილდოებული მასწავლებელი.  

      საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს 2004 წლის 9 სექტემბრის N157 ბრძანებით საბაზო გიმნაზია ქუთაისის N 40 საშუალო სკოლად გადაკეთდა, ხოლო 2005 წლის 15 სექტემბრიდან იმავე სამინისტროს N40 საჯარო სკოლად. დაიკარგა გიმნაზიის სტატუსი და მასთან ერთად ინდივიდუალური სასწავლო გეგმები და პროგრამები, აკადემიურად ჩამორჩენილი მოსწავლეების გაშვება, მოსწავლეთა მიღება საკონკურსო შერჩევის გზით და . .

  2005 წლის 28 დეკემბრიდან ქუთაისის N40 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა . დემურ გაგუა. (20007 წლისივნისში კი სკოლის სამეურვეო საბჭოს მიერ ის არჩეული იქნა სკოლის დირექტორად.)

  დირექციის ახალი შემადგენლობა ყველა ღონეს ხმარობდა სკოლაში არსებული ტრადიციის შესანარჩუნებლად. . წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ენის მეთოდიკის კათედრიდან მოსულმა  დირექტორმა . . გაგუამ ახალ სამუშაოს, N40 საჯარო სკოლის დირექტორობას, საოცრად კარგად აუღო ალ და მისი მმართველობის პერიოდი საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა.

     სკოლის პედაგოგიური კოლექტივი მუშაობდა პედაგოგიური საბჭოს მიერ დამტკიცებული სასწავლო და წლიური  სამუშაო გეგმების მიხედვით.   მნიშვნელოვნად გაიზარდა კათედრების როლი სამუშაო პროცესში. სასწავლო წლის განმავლობაში სკოლაში არსებული საგნობრივი კათედრები  ნაყოფიერად  მუშაობდნენ და წარმოგიდგენდნენ სკოლის პედაგოგთა  მიერ განხორციელებულ ღონისძიებებს.

   სკოლის მოსწავლეები სტაბილურად ხვდებოდნენ ეროვნულ სასწავლო ოლიმპადის, რესპუბლიკური სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენციის დასკვნით ტურზე.

     სკოლაში დაიწყო  ესგ-ის  გათვალისწინებულ საგნებში თანამედროვე  ტექნოლოგიების გამოყენებით გაკვეთილების ჩატარება , პრეზენტაციების მოწყობა მოსწავლეთა და მასწავლებელთა მიერ მოძიებული მასალების ვიზუალიზაციისათვის.

    სკოლაში მანდატურის სამსახურის შემოღება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გატარებული რეფორმების ერთ-ერთი წარმატებული პროექტია.   2010 წლის  12 ნოემბრიდან  სკოლაში შემოვიდნენ მანდატურები. ისინი საგნის მასწავლებლებსა და სკოლის ადმინისტრაციას ეხმარებიან სასწავლო პროცესში წარმოქმნილი პრობლემების მოგვარებაში.  

      სკოლა გახდა სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების  პროგრამის პარტნიორი სკოლა. პროგრამაში მონაწილეობისათვის მთელი საქართველოს მასშტაბით შერჩეული იყო  740 სკოლა. პროგრამის პარტნიორი სკოლების სია დამტკიცდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ. სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამა ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს ორგანიზაცია PH Internacional,   აშშ საეთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით.  სკოლამ უსასყიდლოთ მიიღო სამოქალაქო განათლების დამხმარე სახელმძღვანელოები. (160 მოსწავლისა და 20 მასწავლებლის წიგნი).

         2014–2015 სასწავლო წელი სიახლეებით დაიწყო, სკოლის სამეურვეო საბჭომ,   პედაგოგიური კოლექტივის სურვილის გათვალისწინებით , ერთსულოვნად აიჩია სკოლის  ახალი დირექტორი ქ–ნი ლია კუხიანიძე.  ქ–ნი ლია  კუხიანიძე გამუდმებით ზრუნავდა სკოლის განვითარებისთვის, რათა მოსწავლეებმეტწამატებებისათვის  მიაღწიათ.. მან სკოლის დირექცია, საგნობრივი კათედრები, კლასის დამრიგებლები, პედაგოგიური საბჭო, სკოლის ბიბლიოთეკა, სამეურვეო საბჭო, მოსწავლეთა თვითმართველობა ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა. უფრო კოორდინირებული გახადა მათი მუშაობა.

    ქ.ქუთაისის N40 საჯარო სკოლის ადმინისტრაცია: სკოლის დირექტორი-ლია კუხიანიძე, ია  ჩინჩალაძე- დირექტორის მოადგილე სასწავლო-აღმზრდელობით მუშაობის დარგში,   საქმეთა მმართველი-შორენა დანელია, შემდეგში თამუნა ჯეჯეია , ბუღალტერი-ლილი გოგლიჩაძე, ინფორმაციული მენეჯერი-ზვიად აბულაძე, შემდეგში მარი ივანიძე .    დღეისთვის სკოლაში არის 52  მასწავლებელი (, აქედან    2020 წლის სექტემბერში  წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა 12 პედაგოგს: ნელი სიმონიშვილი, სალომე საგანელიძე, ირმა შავგულიძე, ვახტანგ შარადენიძე, ქეთევან გედენიძე, ქეთინო დიაკონიძე, გოგონა სანებლიძე, ანა ჯანელიძე, ცისმარი ვარდოსანიძე, ინგა მეტონიძე, მარინა ჩიქობავა,  თამთა გაჩეჩილაძე , დანარჩენი უფროსი მასწავლებელი ,) რომლებიც თავდაუზოგავად შრომობენ სკოლისა და მოსწავლეთა წინსვლისა და განათლებული, ერუდირებული თაობის აღზრდისთვის.

     2015 წელს სკოლა ჩაერთო პროექტში საზოგადოების ჩართულობისა და თანამშრომლობის პროგრამა სამართლებრივი განათლებისთვის, რომელიც ხორციელდება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამც  რგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებდა ამერიკული ორგანიზაცია PH International-ის ფილიალი საქართველოში. GE CALLS -პროგრამის ფარგლებში ხორციელდება სხვადასხვა სახის აქტივობები.

  აქტიურად მუშაობს სკოლის თვითმმართველობა. მათ არაერთი საინტერესო და შთამბეჭდავი ღონისძიება მოამზადეს.

 

      2007-2013  წლებში განახლდა სკოლის ბიბლიოთეკა, სააქტო დარბაზი, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნილოგიების (ინფორმატიკის) კაბინეტი, სამოქალაქო კლუბის ოთახი, ხოლო  2015-2020 წწ-ში კი  განხორციელდა  შემდეგი ინფრასტრუქტურული სამუშაოები:  2014 წელი --სააქტო  დარბაზის ,გადასასვლელის და ფოიეს რეაბილიტაცია.  ბიბლიოთეკისა და 2 საკლასო  ოთახის   სრული რეაბილიტაცია.                                                                                         2015 წელი-5 საკლასო ოთახის იატაკის  მოწყობა, სამასწავლებლოს და  ერთი  საკლასო  ოთახის   სრული რეაბილიტაცია,  სკოლის ღობის   წინა ნაწილის რეაბილიტაცია,     4    ვიდეოთვალის მონტაჟი .                                                                                                                                           2016  წელი- 2 საკლასო ოთახის იატაკის  მოწყობა,   85 მეტრზე წყლის გაყვანილობის  დემონტაჟი   და მონტაჟი ,                           

2017 წელი -- 3 მდფ-ის   კარების და 2 იზოალუმინის კარების მოწყობა, 3 საკლასო ოთახის   იატაკის მოწყობა,                        

  2018 წელი--   5 საკლასო   ოთახის რეაბილიტაცია, სკოლის ღობის ნაწილის რეაბილიტაცია,  10  საკლასო  ოთახში   მდფ-ის   კარების შეცვლა

  ქაალქის მერიის დახმარებით  გარემონტდა სპორტული დარბაზი,   საპირფარეშოები ყველა სართულზე, მე-4 სართულის 2 საკლასო ოთახი , გაკეთდა პანდუსი,  მიმდინარეობს    ახალი ელექტრო კაბელის მონტაჟი.  

   ყოველივე ეს  სასიამოვნო სამუშაო გარემოს ქმნის მოსწავლეებისა  და მასწავლებელთათვის.

        2020  წელს  სასწავლო პროცესი მიმდინარეობდა ეროვნული სასწავლო გეგმისა და სასკოლო სასწავლო გეგმის შესაბამისად. თუმცა, რა თქმა უნდა, შეუძლებელია არ აღინიშნოს ის უდიდესი გავლენა, რომელიც მსოფლიოში არსებულ პანდემიას ჰქონდა სასწავლო პროცესის წარმართვაზე. მიმდინარე სასწავლო წლის 1 აპრილიდან სკოლა გადავიდა სწავლების ექსპერიმენტულ, დისტანციურ რეჟიმზე, რაც სკოლისათვის წარმოადგენდა უდიდეს გამოწვევას. თუმცა, სკოლამ სწრაფად მოახდინა მიმდინარე მოვლენებთან ადაპტაცია და მოერგო არსებულ რეალობას, რის შედეგადაც, დისტანციურ რეჟიმში ტარდებოდა და ახლაც ტარდება  გაკვეთილები სკოლის მიერ შერჩეული საკომუნიკაციო სხვადასხვა საშუალებების გამოყენებით და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის - განათლების მიერ შექმნილი „ტელესკოლის“ დისტანციური ელექტრონული ფორმით. ასევე, ჩატარდა არაერთი ონლაინ სამუშაო შეხვედრა ახალ გამოწვევებთან და მოსწავლეთა და მასწავლებელთა იმ უფლებრივ მდგომარეობასა და პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა მათი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებას

         სკოლა დიდ მნიშვნელობა ანიჭებს  ღვაწლმოსილი პედაგოგების  სამსახურიდან ღირსეულად გაცილებას.

   2020 წელს   საპენსიო ასაკს მიღწეულმა 4-მა მასწავლებელმა მიმართა სკოლას  საპენსიო ჯილდოს მიღების თანხმობის განაცხადით. მათ მიიღეს აღნიშნული ჯილდოს თანხა და შეუწყდათ შრომითი ურთიერთობა სკოლასთან.   

    2020 წლის 14 თებერვალს სსიპ . ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში ჩატარდა   საამაყო, ღირსეული, ამაგდარი პედაგოგებისადმი:  . ციალა ჟღენტი, . მედული ლატარია, . ნესტან გრძელიშვილი, . რუსუდან ლაღაძე -. მიძღვნილი ღონისძიება,.:
  ეს იყო მოფერებისა და სიყვარულის გამოვლენის ერთი ულამაზესი დღესასწაული.

                                      „ ახალი სკოლის მოდელი“

         სკოლა მე-2 წელის ჩართულია „ ახალი სკოლის მოდელის „პროგრამაში,  მასწავლებლებს უტარდებათ  ტრენინგები და მიღებულ გამოცდილებას  წარმატებით იყენებენ  პროგრამით გათვალისწინებულ აქტივობების  შესასრულებლად.

უცხოური ენებისა და  დაწყებითი კლასების კათედრების თითქმის ყველა პედაგოგი აქტიურად არის ჩართული პროექტ“ახალი სკოლის მოდელი’-ში.ყველა სიახლეების გამოწვევას დიდი სიხარულით იტაცებენ.

 

                                     მრჩეველთა საბჭოს მუშაობა

სკოლაში  შექმნილია  მრჩეველთა   საბჭო, რომელიც წელიწადში სულ მცირე 4-ჯერ იკრიბება და შეიმუშავებს რეკომენდაციებს  მოსწავლეების, სკოლის პედაგოგებისა და კლასის დამრიგებლების , ზოგადად   სკოლაში დასაქმებული ადამიანებისათვის. მის შემადგენლობაში შედიან:1.სკოლის სკოლის დირექტორის  მოადგილე,  ია ჩინჩალაძე -მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე

2. სკოლის მანდატური რამაზ ხუხუა-   მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე

3. სკოლის პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარე         ვალიდა კვირიკაშვილი- მრჩეველთა საბჭოს მდივანი;

4. სკოლის დისციპლინური კომიტეტის თავმჯდომარე  ვახტანგ შარადენიძე- მრჩეველთა საბჭოს წევრი;

5. . სკოლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ცისმარი ვარდოსანიძე--მრჩეველთა საბჭოს წევრი;

6 . სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარე   თათია ხეცურიანი -მრჩეველთა საბჭოს წევრი;

7.  ქალაქ ქუთაისის  საგანმანათლებლო  რესურსცენტრის თანამშრომელი ანა გიორგაძე 

-მრჩეველთა საბჭოს წევრი.

 

      გიმნაზიაშიც და დღევანდელ საჯარო სკოლაშიც მოსწავლე ესტეტიკურ აღზრდას დიდი ყურადღება ექცევა. ამას ხელს უწყობს სკოლის ქორეოგაფიული სტუდია (ხელმძღვანელი -ნი .ტყვაცირია) და მის ბაზაზე შექმნილი ქორეოგრაფიული ანსამბლიმტრედები" (ხელმძღვანელები .ტყვაცირია და .ლეშკაშელი) „მტრედების"მოცეკვავეები საქართველოსა და საერთაშორისო არაერთი ფესტივალის ლაურეატები არიან. სკოლაში ჯეროვანი ყურადღება ექცევა ფიზკულტურასა და სპორტს.

 

         სკოლის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებლებმა  გამოზარდეს ცნობილი სპორტსმენები:

  1. ბაკურ გაბუნია - საქართველოს 2008  წლის  ჩემპიონატის  III პრიზიორი 1991 წელს დაბადებულთა შორის ფეხბურთში.

 

      2. რაულ ცირეკიძე - საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი ძალოსნობაში, ევროპის ჩემპიონი (2012წ), საქართველოს ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონატის ორგზის ბრინჯაოს პრიზიორი, მსოფლიო ჩემპიონატის, პეკინისა და ლონდონის ოლიმპიადების მონაწილე.

      3. გიორგი ნიკოლაძე  - 2008 წლის  საქართველოს და იმერეთის ჩემპიონი ქართულ საბრძოლო ხელოვნებაში

     4. კონსტანტინე ქობულაძე  -საქართველოს ჩემპიონი  ჩინურ-აღმოსავლური ორთაბრძოლის   თასის მფლობელი 

    5. გიორგი გიორგაძე - 2007   წლის მსოფლიოს ჩემპიონი  , სამგზის საქართველოს ჩემპიონი „კიკ-ბოქსინგში

     6. აკაკი გიგატაძე - ორგზის საქართველოს ჩემპიონი (2013, 2014 წლები) ბერძნულ-რომაულ სტილით მოჭიდავეთა (1997 წელს დაბადებულთა) შორის  

     7. თიკო რიჟამაძე - აკრობატი, საქართველოს ჩემპიონი (2008წ), საქართველოს ნაკრების წევრი

    8. გიგა ბერიშვილი - ქუთაისის „ტორპედოს“ ფეხბურთელი.

9.. და -ძმა ბელა და თამაზ რუხაძეები- საქართველოს მრავალგზის ჩემპიონები და თასის  მფლობელები , საქართველოს ნაკრები გუნდის წევრები ბალახის ჰოკეიში.

10. გურამ გიორგბერიძე- საქართველის მრავალგზის ჩემპიონი ძალოსნობაში., ევროპის ჩემპიონატის მე-3 პრიზიორი

11. ლევან ქათამაძე-- საქართველის მრავალგზის ჩემპიონი  უშუში.

14. .  მარი  გოგოლაძე-, ლუკა სარალიძე, გიორგი ზაქრაძე, თორნიკე  ქაშაკაშვილი  საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები გუნდის წევრები ბალახის ჰოკეიში

   სპორტის მასწავლებელმა ბესიკ ჯანელიძემ გამოსცა დამხმარე სახელმძღვანელო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პედაგოგებისათვის. (2020 წ.)

 

 

   

 

No comments:

Post a Comment