მთავარი
- მოკლე ისტორია ჩვენი სკოლის შესახებ
- მთავარი
- ციფრული სელფისა და სარკის კვლევა
- ბარათები
- კვლევის მონაწილეებთან შეხვედრა
- პოსტერი, ვიდეო
- მოსწავლეთა მიერ შექმნილი ელექტრონული წიგნები
- მასწავლებლების მიერ შექმნილი რესურსები - ელექტრონული ბიბლიოთკა
- ჩვენი სკოლის მოსწავლის მარიამ ადეიშვილის ნამუშევრები
- სასკოლო - საგანმანათლებლო პროგრამები ჩვენს სკოლაში kode.org; minecraft; scratch.mit.edu;
- სასარგებლო ბმულები
- ლიდერთა ჯგუფი
- სკოლის საკონტაქტო მონაცემები
მთავარი
სკოლის მონაწილეობა პროექტში „ციფრული სკოლა – საქართველო“
„ციფრული სკოლა – საქართველო“- თავისი საქმიანობა 2018 წლის სექტემბერიდან დაიწყო, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით და ტალინის უნივერსიტეტის კოორდინირებით აიღო. პროექტი ესტონურ გამოცდილებას ეფუძნება და საქართველოს საჯარო სკოლებში განათლების ხარისხის გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული.
პროექტში მონაწილეობით სკოლა ჯერ ციფრულ სასწავლო პრაქტიკას აფასებს და მასზე დაყრდნობით საკუთარ ციფრულ სტრატეგიას შეიმუშავებს, შემდეგ კი ამავე სტრატეგიაში გაწერილ აქტივობებს განახორციელებს. ციფრული სკოლის მონაწილეებს საშუალება გვეძლევა უფრო ახლოს გავეცნოთ და გამოვიყენოთ ციფრული ინსტრუმენტები.
-ციფრული სკოლა მოიაზრებს, როგორ უნდა დაინერგოს ციფრული კულტურა სკოლაში. მარტივად რომ ვთქვათ, მოსწავლეებს სკოლაშივე უნდა ჰქონდეთ წვდომა საჭირო ინსტრუმენტებზე და ამისათვის ისინი ლაბორატორიაში არ უნდა მიდიოდნენ.
საჭიროა მოსწავლეთა ბუკების უფრო ეფექტიანად გამოყენება სასწავლო პროცესში.
ციფრული სკოლის პროექტის მიზანი სწორედ სკოლიდან წამოსული ინიციატივების ხელშეწყობაა. ეს პროექტი ეხმარება სკოლას თავად განსაზღვროს, თუ რა მიმართულებით სურს ციფრული კულტურის განვითარება და შემდგომი სტრატეგიის დაგეგმვა.
ინოვაციური პრაქტიკის გასავრცელებლად და დასანერგად სკოლებში საჭიროა სამი კომპონენტის არსებობა: პედაგოგიკა, ცვლილებების მენეჯმენტი და ტექნოლოგია. ამ კომპონენტებს შორის აუცილებელია ბალანსის არსებობა.
პედაგოგიკაში იგულისხმება უფრო კრეატიული მიდგომების დანერგვა, სადაც მოსწავლე თვითრეგულირებადი მსწავლელი იქნება, თვითონ გადაწყვეტს სად და რა უნდა ისწავლოს და ა.შ.
ცვლილების მენეჯმენტში იგულისხმება ის, რომ ყველა სკოლაში უნდა არსებობდნენ კრეატიული მასწავლებლები. ცვლილებების მენეჯმენტის მიზანია კრეატიული მასწავლებლების რაოდენობის გაზრდა და ეტაპობრივად ინოვაციების მიმართულების, მიღებული ცოდნისა და გამოცდილების გაღრმავება.
რაც შეეხება ტექნოლოგიებს, უნდა გვქონდეს პასუხი კითხვაზე – რა ტექნოლოგიური ინსტრუმენტები გვჭირდება იმისათვის, რომ ჩვენს მიერ შერჩეული მეთოდი წარმატებით განვითარდეს?
პროექტის ფარგლებში მიღებული ცვლილებების დასანახად ერთი წელი მაინც უნდა იყოს გასული. ჩვენი პროექტი მოიცავს ოთხთვიანი ტრენინგების კურსს,
-ამ პროქტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მახასიათებელია ის , რომ ინიციატივა სკოლიდან უნდა მოდიოდეს და არავითარ შემთხვევაში ტრენერისგან ან სხვა რომელიმე ცენტრალიზებული ორგანიზაციიდან.
ჩვენი სკოლიდან შეირჩა ექვსი მონაწილე . ესენია: ია ჩინჩალაძე-- სკოლის დირექტორის მოადგილე, მარი ივანიძე-ისტ.მენეჯერი, ლალი რობაქიძე-ისტორიის მასწავლებელი, გულისა ხუსკივაძე- ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ქეთევან გედენიძე-მუსიკის მასწავლებელი, ანა ჯანელიძე-დაწყებითი კლასების მასწავლებელი.
ტრენინგი შედგება 24 საკონტაქტო საათისგან, რომელიც ოთხ დღეზე განაწილდება, თვეში ერთი შეხვედრა. ერთ ტრენინგზე თავს ოთხი სკოლა იყრის. ტრენინგები ხორციელდება „დიჯი-სოლთის“ მიერ (ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი მიზანია ციფრული წიგნიერების განვითარება), პროექტის ერთ-ერთი მიზანია პრაქტიკის კარგი მაგალითები გავრცელდეს სხვა სკოლებშიც. ყველა სკოლას აქვს წვდომა ინსტრუმენტებზე, მათ შორის „ციფრულ სარკეზე“, რომლის მიხედვით ფასდება ციფრულად რამდენად მოწიფულია სკოლა. შეფასების ინსტრუმენტები ემყარება ზემოთ აღნიშნულ სამ კომპონენტს: პედაგოგიკა, ცვლილებების მენეჯმენტი და ტექნოლოგია. შეფასებაზე დაყრდნობით იგეგმება სტრატეგია. მეორე ინსტრუმენტი არის ევროკომისიის მიერ განვითარებული ინსტრუმენტი „სელფი“. მთელი სკოლა – მასწავლებლები, მოსწავლეები, დირექცია აფასებს სკოლის ციფრულ მოწიფულობას, სხვადასხვა მიმართულებით რამდენად იყენებს ტექნოლოგიებს, რა სასწავლო პრაქტიკისთვის იყენებს და სხვ.
Subscribe to:
Posts (Atom)
No comments:
Post a Comment