Wednesday, May 26, 2021

ჩვენი სკოლა აქტიურად არის ჩართული პროექტ ,,ციფრული სკოლა“-ის ფარგლებში. პროექტის მიმდინარეობის დროს ჩვენ დავესაწრით სინტერესო და შინაარსიან ტრენინგებს, სადაც გავეცანით ციფრულ ინსტრუმენტებს. სკოლაში ციფრული კომპეტენციის დასადგენად selfie-ის რეპორტის საშუალებით ჩავატარეთ გამოკითხვა, სადაც გამოიკვეთა მთავარი პრობლემა : მოსწავლეთა ციფრული კომპეტენციების სიმცირე და პედაგოგიკა: მხარდაჭერა და რესურსები. პრობლემის უკეთ წარმოჩენისთვის გამოვიყენეთ ციფრული სარკე, რამაც კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა აღნიშნულ პრობლემას. ჩატარებული კვლევის საფუძვეზე სკოლის ლიდერთა ჯგუფმა დავიწყეთ მუშაობა.
ტრენერისგან მივიღეთ დავალება, სადაც წარმოდგენილი იყო ციფრული სკოლის ფარგლებში ჩვენი როგორც მონაწილე სკოლისთვის აღმოჩენის, კვლევის ანალიზის, იდეების ფორმირების, პილოტირებისა და პროექტის განვითარების ბარათები სადაც წარმოდგენილი იყო კითხვები. ლიდერთა ჯგუფმა ერთობლივად ვიმუშავეთ აღნიშნულ ბარათებზე რომლის მიმოხილვითი პრეზენტაცია წარმოვადგინეთ აღნიშნულ პროექტში ჩართული სკოლების საერთო შეხვედრაზე
შერჩეულ მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან ჩავწერეთ ინტერვიუები, რის შედეგადაც გამოვკვეთეთ პრობლემები და დავსახეთ სამომავლო მიზნები -შევავსეთ ბარათები, რომელიც გავაცანით ტრენერს შეხვედრის დროს
ლიდერთა ჯგუფი ქვეყანაში არსებული პანდემიიდან გამომდინარე დისტანციურად აქტიურად განვაგრძობთ შეხვედრებს. პროექტის განსახორციელებლად, შევარჩიეთ სამიზნე კლასი V, VI , რადგან ამ კლასის მოსწავლეებსა და იქ შემსვლელ მასწავლებლებს აქვთ შედარებით დაბალი ციფრული კომპეტენციები. შევიმუშავეთ კითხვები და მათთან დავგეგმეთ შეხვედრა Teams -ის პროგრამაში
სკოლის ლიდერთა ჯგუფმა მოვამზადეთ პრეზენტაცია სელფის ანგარიშთან დაკავშირებით. მასწავლებლების, მოსწავლეებისა და ლიდერების გამოკითხვამ გვაჩვენა რა მდგომარეობაში არის სკოლის ციფრული კომპეტენცია განვიხილეთ თუ როგორ მოხდება სკოლის ციფრული სტრატეგიების განვითარება. შედეგები გავაცანით ტრენერს.
მას შემდეგ რაც ტრენერმა აგვიხსნა რას ნიშნავს, რა მნიშვნელობა აქვს ციფრული სკოლას მოგვაწოდა ინფორმაცია selfie-ის რეპორტისა და ციფრული სარკის შესახებ სკოლის ლიდერთა ჯგუფმა დავგეგმეთ საერთო შეხვედრა და სკოლა დავარეგისტრირეთ აღნიშნულ პლათფორმაზე კვლევის ჩასატარებლად.